შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს კარგად ვიცნობ
შოთა რეხვიაშვილი - ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს კარგად ვიცნობ

ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებსა და რეგიონის პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობ, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენისა და ნდობისთვის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მადლობა გადაუხადა.

„სრულად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას. კარგად ვიცნობ ქვემო ქართლის მოსახლეობის საჭიროებებს, რეგიონის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ განვითარებას“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რეხვიაშვილის თქმით, მას ხვდება გუნდი, რომელიც წლებია ეფექტიანად მუშაობს.

„ბუნებრივია, მექნება დღის წესრიგი და ვინც გაართმევს თავს, ჩემი გუნდი იქნება. თუ დადგება საჭიროება, ბუნებრივია, საკადრო ცვლილება განხორციელდება“, – განაცხადა გუბერნატორმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები დღეს წარადგინა.

დატოვე კომენტარი