შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანმა შოთა მიშველიძემ (67 კგ) ატაცში დაძლეული 135,139 და 142 კგ-ის შემდეგ ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში დაფიქსირებული 165 კგ-ით მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 307კგ-ით ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
შოთა მიშველიძემ წონა შეიცვალა და მან 67 კგ. კატეგორიაში პირველი შედეგები სწორედ ტირანაში დააფიქსირა, მანამდე ის 61კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 307-კგ საქართველოს ახალი რეკორდია, რომელიც შოთამ 2 კგ-ით გააუმჯობესა, შარშან ევროპის ჩემპიონატზე (305 კგ) გოგა ჩხეიძემ დააფიქსირა.
რაც შეეხება გოგა ჩხეიძეს, ის ატაცში 137კგ-ით მეოთხე იყო, აკვრაში 159 კგ-ის დაძლევის შემდეგ მეექვსე ადგილზე გავიდა, საბოლოოდ კი ორჭიდის ჯამში 296კგ-ით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.
31 მაისს ფიცარნაგზე 73კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძე გამოვა. შეჯიბრი 22 საათზე დაიწყება და ტელერეპორტაჟს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.