ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან მესამე მისვლაზე 142 კგ. წარმატებით დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა.
ამავე წონაში გოგა ჩხეიძე პირველ მოძრაობაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება. საქართველოს პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.