შოთა მიშველიძე ატაცში ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

23:04, 30.05.2022

ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძე ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან მესამე მისვლაზე 142 კგ. წარმატებით დაძლია და ჩემპიონობა იზეიმა.

ამავე წონაში გოგა ჩხეიძე პირველ მოძრაობაში მეოთხე ადგილზე გავიდა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება. საქართველოს პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

მსგავსი