შოთა ხაბარელი ფიქრობს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის კომპონენტი უნდა გამოეყოს
შოთა ხაბარელი ფიქრობს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის კომპონენტი უნდა გამოეყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა ხაბარელის შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის მიმართულება უნდა გამოეყოს.

როგორც ჟურნალისტებს ხაბარელმა განუცხადა, მინისტრობის კანდიდატებთან მისი კითხვები სპორტის მიმართულებით სამინისტროს გამოყოფას ეხება. მისი თქმით, ამ სფეროში გამოწვევებია.

„ძალიან ბევრი ისეთი შეუსაბამობაა, რომელზეც გვინდა, ვიმუშაოთ და სპორტი ცალკე იყოს გამოყოფილი“, – აღნიშნა ხაბარელმა.

პარლამენტში, ამ წუთებში, განათლების მინისტრობის კანდიდატს უსმენენ.

დატოვე კომენტარი