შოთა ხაბარელის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სპორტის დაფინანსება მცირდება
შოთა ხაბარელის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით სპორტის დაფინანსება მცირდება

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, სპორტის დაფინანსება მცირდება.

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შოთა ხაბარელმა სპორტის მიმართულების დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, სპორტის დაფინანსება 124 მლნ 600 ათასი ლარია, ხოლო მომავალ წელს 109 მლნ 200 ათასს ლარამდე მცირდება.

დეპუტატის თქმით, მიმდინარე წლის ბიუჯეტით, სპორტის ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 16 მლნ 300 ათასი ლარი, მომავალი წლისთვის კი 10 მლნ 300 ათასი ლარით არის დაგეგმილი.

ხაბარელი აცხადებს, რომ ფედერაციები 126 მლნ 600 ათას ლარიან დაფინანსებას ითხოვენ, ბიუჯეტით კი გათვალისწინებულია – 109 მლნ ლარი.

„დაფინანსება უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე წელს იყო. სპორტს განსაკუთრებული მისია აკისრია და დაფინანსება პირველი ნიშნული მაინც უნდა იყოს და 14 მლნ ლარით არ უნდა მცირდებოდეს”, – აღნიშნა ხაბარელმა.

პარლამენტის ჯანდაცვის, სპორტისა და განათლების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ. საბიუჯეტო პარამეტრებს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.