შოთა ხაბარელი - ოპოზიცია სპორტულ აფერისტობას ეწევა, გვახსოვს 2020 წლის მოვლენები და ისიც გვახსოვს, პარლამენტში რომ შემობრძანდნენ, ახლაც ასე მოხდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ოპოზიცია სპორტულ აფერისტობას ეწევა.
ხაბარელის თქმით, საბოლოო ჯამში, 2020 წლის მსგავსად, ოპოზიცია პარლამენტში შევა.
„გვახსოვს 2020 წლის არჩევნების მოვლენები და ისიც გვახსოვს, პარლამენტში რომ შემობრძანდნენ. ისინი იყვნენ პუფები და ახლაც ზუსტად ასე მოხდება – ისინი პარლამენტში შემობრძანდებიან“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.