შოთა ხაბარელი - ნარკოტიკების წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული
შოთა ხაბარელი - ნარკოტიკების წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ საქართველოში ნარკოტიკების მიმართ მკაცრი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული.

როგორც ხაბარელმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, ნარკოპოლიტიკა როგორი უნდა იყოს, ეს მარტივად გადასაწყვეტი თემა არ არის.

მისი თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმწიფომ სხვა მიმართულება უნდა აირჩიოს.

„საპირწონედ შემუშავებული უნდა იყოს კანონპროექტი, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას მინიმუმამდე დაიყვანს. ნარკოტიკების წინააღმდეგ მკაცრი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული”, – დასძინა ხაბარელმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.