შოთა გულბანი - მედიკამენტებზე ფასების კონტროლი არ გულისხმობს, რომ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა აღარ ვიქნებით
შოთა გულბანი - მედიკამენტებზე ფასების კონტროლი არ გულისხმობს, რომ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა აღარ ვიქნებით

ფასების კონტროლი იმას არანაირად არ გულისხმობს, რომ ჩვენ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა აღარ ვიქნებით, – განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„მაგალითად, კანადაში მედიკამენტების ფასების შემსწავლელი სპეციალური საბჭო არსებობს, რომელსაც კონკრეტული კომპანია უნდა შეეკითხოს, ამა თუ იმ მედიკამენტზე ფასის ზრდა რამდენად არის შესაძლებელი. საბჭო შეისწავლის, რამდენად ადეკვატურია კონკრეტულ მედიკამენტზე ფასის ზრდა და კომპანიას ამის უფლებას შესაბამისად მისცემს“, – განაცხადა გულბანმა. 

მისი თქმით, ევროპაში მედიკამენტებზე ფასების ზრდის სფერო აბსოლუტურად რეგულირებადია და ეს თავისუფალი საბაზრო პრინციპების უხეშ რღვევასთან არანაირად არ უნდა გავაიგივოთ.

როგორც აფბა-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, მოხდეს მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება, რასაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

დატოვე კომენტარი