შოთა გეწაძე - როგორც პროფესიონალი, გავიზარდე სასამართლო სისტემაში, რატომ არ უნდა გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
როგორც პროფესიონალი, გავიზარდე სასამართლო სისტემაში, სრულიად ლიგიკური იქნება, რომ დავწინაურდე, რატომ არ უნდა გახდეს ასეთი ადამიანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს კანდიდატმა, შოთა გეწაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, კონკურსში გამარჯვების დიდი მოლოდინი აქვს.
„მაქვს სასამართლო სისტემაში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება, აქედან 9 წელი მოსამართლე ვარ. ხუთი წელი პირველი ინსტანციის მოსამართლე ვიყავი, მეოთხე წელია, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვარ. შეიძლება ითქვას, რომ მე, როგორც იურისტი, პროფესიონალი გავიზარდე სასამართლო სისტემაში. ჩემთვის იქნება სრულიად ლოგიკური, დავწინაურდე და გავხდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გამაჩნია პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებაც, რატომაც არ უნდა გახდეს ასეთი ადამიანი მოსამართლე?“ – განაცხადა შოთა გეწაძემ.