შოთა დიღმელაშვილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებს მიმართავს - ჩვენ არ ვართ ერთმანეთის წინააღმდეგ, შეცდომაში ხართ შეყვანილი
შოთა დიღმელაშვილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებს მიმართავს - ჩვენ არ ვართ ერთმანეთის წინააღმდეგ, შეცდომაში ხართ შეყვანილი

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ხმის გამაძლიერებელი ტექნიკა მიიტანეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, მათ სურთ, მეორე აქციის მონაწილეებს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც პარლამენტის წინ არიან შეკრებილი, ხმა მიაწვდინონ, რომ მათ ერთი პოზიცია აქვთ.

„ჩვენ არ ვართ ერთმანეთის წინააღმდეგ. თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“, – მიმართა შოთა დიღმელაშვილმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს.

რამდენიმე საათის წინ, რუსთაველის გამზირზე, ორი აქციის გამიჯვნის მიზნით, პოლიციამ კორდონი მოაწყო და ავტობუსებით გზა გადაკეტა.