შოთა ცანავა - თუ დავინახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი სწორად ატარებს პირბადეს, ვეტყვით მთავრობას, რომ საგანგებო მდგომარეობა შეაჩეროს, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ
შოთა ცანავა - თუ დავინახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი სწორად ატარებს პირბადეს, ვეტყვით მთავრობას, რომ საგანგებო მდგომარეობა შეაჩეროს, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ

ჩვენ თუ დავინახავთ, რომ პირბადეს ატარებს საქართველოს 90 პროცენტი, ატარებს სწორად, არ კიდებს ამ ნიღაბს ხელს გარედან, არ ჩამოიკიდებს ყურზე ან ცხვირზე, არ ჩაიდებს ჯიბეში, მერე ხელახლა არ გაიკეთებს და ა.შ. ვეტყვით  მთავრობას, რომ საგანგებო მდგომარეობა შეაჩეროს, მაგრამ მე ვერ ვხედავთ ამას, – ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსმა, შოთა ცანავამ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

როგორც შოთა ცანავამ აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ იძულებით გადაგმულ ნაბიჯებს თუ ყველა დაემორჩილება, კომენდანტის საათი მოიხსნება.

„მე ვხედავ იმას, რომ კონტაქტებს ერთმანეთთან ვზღუდავთ, მაგრამ სანახევროდ არ გამოვა. მაინც შეკრებები გაქვს, მაინც ურთიერთობები გვაქვს. იზოლაცია უნდა იყოს არა თვით, არამედ იძულებით, ცოტა ნაწილი მიდის თვითზოლაციაში. ბევრი ფაქტია, რომ კეთილსინდისიერად ასრულებენ ამ მოთხოვნებს. თუ ყველანი შევასრულებთ თვითიზოლაციის მოთხოვნებს, ყველა სწორად გამოვიყენებთ პირბადეს, პირობას გაძლევთ, რომ აღარ გაგრძელდება ეს საშინელება, რომელსაც ვერავინ ვიტანთ. აუცილებელია, რომ ჩატარდეს ეს ღონისძიება, აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გადადგმული ეს იძულებითი ნაბიჯი. მოდით, მაქსიმალურად დავემორჩილოთ ამას და პირობას გაძლევთ, რომ ეს კომენდანტის საათი, ეს საშინელება მოიხსნება. მე ამ პირობებს გთავაზობთ, თქვენ თქვენი იცით“, – განაცხადა შოთა ცანავამ.

დატოვე კომენტარი