შოთა არველაძის „ფახტაკორი“ უზბეკეთის თასის მფლობელია
შოთა არველაძის „ფახტაკორი“ უზბეკეთის თასის მფლობელია
შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახტაკორმა“ კიდევ ერთი საპატიო ტიტული მოიგო – გუნდი უზბეკეთის თასის ფინალში გავიდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
 
„ფახტაკორი“ ტაშკენტის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ალმალიქს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0.
სამივე გოლი სერბმა ლეგიონერმა დრაგან ჩერანმა გაიტანა.
„სეზონის მეორე ტიტული! მადლობა ყველას, გულშემატკივრობისთვის!“ – ეს გამარჯვება შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში თავის სტილში, ლაკონურად აღნიშნა.
შოთა არველაძის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიპოვა.
შოთა არველაძე გასულ სეზონში თვის მწვრთნელად 4-ჯერ დაასახელეს, ხოლო სეზონის ბოლოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს.
არველაძემ ყველაზე პოპულარულ უზბეკურ კლუბს ტიტულები საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნა: „ფახთტაკორი“ ბოლოს ქვეყნის ჩემპიონი 2015 წელს გახდა, ხოლო თასის მფლობელი – 2011 წელს.