შოთა არველაძემ მესამე ქართველი ასისტენტი წაიყვანა - იაგორაშვილმა პოლონეთიდან უზბეკეთში გადაინაცვლა
შოთა არველაძემ მესამე ქართველი ასისტენტი წაიყვანა - იაგორაშვილმა პოლონეთიდან უზბეკეთში გადაინაცვლა

შოთა არველაძემ ტაშკენტის „ფახთაქორის“ სამწრთნელო შტაბში ქართული სამწვრთნელო დიასპორა მოაწყო – ამიერადან უზბეკეთის ჩემპიონისა და თასის მფლობელის მთავარ მწვრთნელს ვახტანგ იაგორაშვილი დაეხმარება.

ეს სიახლე შოთა არველაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელი, ვახო იაგორაშვილი შემოუერთდა. აჩისთან და გოჩა ტყებუჩავასთან ერთად, ის ჩემი მესამე ქართველი ასისტენტი იქნება. „ფახთაქორში“ ვახო სკაუტინგს გაუძღვება და ჩვენი, ასევე მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ ანალიტიკურ სამუშაოს შეასრულებს. წარმატებები მას ახალ კლუბში!“ – წერს შოთა არველაძე.

ვახტანგ იაგორაშვილი 2019 წლამდე თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, მერე კი პოლონეთის ჩემპიონატის გუნდში, კიელჩეს „კორონაში“ მთავარი მწვრთნელის, ჯინო ლეტიერის ასისტენტი გახლდათ.