შოთა არველაძე ტურის მწვრთნელია
შოთა არველაძე ტურის მწვრთნელია

უზბეკეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-8 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ”ფახტაკორმა” საშინაო არენაზე ნამანგანისნავბაჰორს” უმასპინძლა და უმძიმესი შეხვედრა 77-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო 1:0.

ვებგვერდმა championat.asia-მ ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც გამორჩეულ მწვრთნელად 45 წლის ქართველი სპეციალისტი დაასახელა.

„არველაძის ხელმძღვანელობით ტაშკენტის გუნდმა „ნავბაჰორი” უკომპრომისო ბრძოლაში დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა. შესაბამისად, ის ტურის მწვრთნელად ვაღიარეთ“, – წერს გამოცემა.

მიმდინარე სეზონში „ფახტაკორმა” არველაძის ხელმძღვანელობით რვიდან ექვსი მატჩი მოიგო, ”ნავბაჰორთან” კი ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა.

უზბეკურ გუნდში შოთას ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა, ხოლო სელექციაში ტყუპისცალი არჩილ არველაძე ეხმარება.