შოთა არველაძე - მადლობა „პახტაკორს“, სახლში ვბრუნდები (ვიდეო)
შოთა არველაძე - მადლობა „პახტაკორს“, სახლში ვბრუნდები (ვიდეო)

შოთა არველაძემ სეზონი ჩინებულად დაასრულა. მისი გუნდი ტაშკენტის „პახტაკორი“ ჯერ აზიის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა, სეზონის ბოლოს კი უზბეკეთში ყველა ტიტული მოიპოვა.

შოთა არველაძე თამაშის შემდეგ გუნდის წევრებს დაემშვიდობა და სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა მინაწერით – „სახლში დაბრუნება“.

„დღეს, უზბეკეთის თასის ფინალში გავიმარჯვეთ და 2020 წელი ორი ტიტულით დავასრულეთ. სახლში ვბრუნდები. მადლობა მთელს გუნდს“, – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ უზბეკეთში მორიგი ტიტული მოიპოვა – ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი ტაშკენტის „პახტაკორი“ ქვეყნის თასის ფინალში „ოლმალიკს“ შეხვდა, სადაც გუჯა გრიგალაშვილი (გუნდის კაპიტანი) და მათე ვაწაძე თამაშობენ და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

ქართველი მწვრთნელი უზბეკეთში უჩვეულო წარმატებით მუშაობს – მისმა გუნდმა ზედიზედ მეორე წელია, დუბლი შეასრულა – უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, „პახტაკორი“ ქვეყნის თასსაც დაეუფლა. 2019 წელს უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო და წესით, მასაც ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ პანდემიის გამო აღარ გათამაშდა.