„კასიმფაშა“ შოთა არველაძეს ემშვიდობება და მისი შემცვლელიც ცნობილია – ინფორმაციას თურქული ტელეკომპანიის, t24-ის ვებგვერდი ავრცელებს.
„სტამბოლის კლუბი მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს დაშორდა და ახალი მენეჯერის დანიშვნა გადაწყვიტა. ჟურნალისტ იაღიზ საბუნჯუოღლუს თქმით, რადგან „კასიმფაშა“ სუპერლიგაში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას ვერ ახერხებს, ქართველ მწვრთნელთან დაშორება ამიტომ გადაწყდა.
სტამბოლის კლუბმა ემრე ბელოზოღლუსთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო“, – ამტკიცებს ტელეკომპანია t24-ის ვებგვერდი.