შოთა არველაძე დასავლეთ საქართველოში მასტერკლასების სერიას ჩაატარებს #1TVSPORT
შოთა არველაძე დასავლეთ საქართველოში მასტერკლასების სერიას ჩაატარებს #1TVSPORT

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც რეგიონებში ღია ვარჯიშების გამართვა დააანონსა.

„საქართველოში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე ჩავატარე ღია ვარჯიში „დინამო თბილისის“, 35-ე საფეხბურთო სკოლის, „ლოკომოტივისა“ თუ სხვა აკადემიებში. შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებ, თუმცა ამჯერად მთავარ ყურადღებას რეგიონებს დავუთმობ.

მინდოდა დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით, იმ ქალაქებში შევხვედროდი მოზარდებს, საიდანაც წლების მანძილზე იღებდა შევსებას ჯერ „დინამო თბილისი“, შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები. დღესაც თბილისური აკადემიები, ძირითადად, აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან იღებენ შევსებას და ჩვენი შემდეგი მოგზაურობაც დასავლეთ საქართველოში დავგეგმეთ.

მინდა, გავიცნო მოზარდები, ვესაუბრო და მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი გამოცდილება. მიხარია, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომეცემა. შეხვედრამდე“, – წერია შოთა არველაძის გამოქვეყნებულ პოსტში.