შონ დაიჩი - მანჩესტერმა ორივე გოლი მსაჯების შეცდომით ხარჯზე გაიტანა
პრემიერლიგის 24-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარნლის“ უმასპინძლა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და საყაიმო ანგარიშით 2-2 დამთავრდა. თამაშის დამთავრების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
„ჩვენ თამაში დავიწყეთ იმ შეგრძნებით, რომ თითქოს წინა რვა თამაშში მოპოვებული გამარჯვებები ერთი ბურთით წინ ყოფნას ნიშნავდა. თუმცა ეს ასე არ ხდება. როცა თამაშის მოგება გსურს, ეს უნდა დაიმსახურო კიდეც და პირველივე წუთებიდან კარგად ითამაშო. მათ ჩვენ ყველაფერი გაგვირთულეს, თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო, რომ საოცარი ბოლო წუთები ვიხილეთ“, – განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა.
მიღებული შედეგით კმაყოფილი არც შონ დაიჩი დარჩა. მისი განცხადებით, „იუნაიტედმა“ ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანა –
„ყველაზე მეტად დამატებითმა ხუთმა წუთმა გამაბრაზა. ძალიან დავიბენი. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა გულშემატკივრებსა და მოწინააღმდეგე მხარეს ენერგია შემატა. გარდა ამისა, საერთოდ არ მომწონს, როცა პენალტს მხარზე შეხების გამო ნიშნავენ ჩვენს კარში და მერე უცებ ეს ყველაფერი ერთად გატყდება თავზე. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში მსგავსი რამეები ხდება. დღეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ მოხდა. მეორე გოლზე სანჩესმა თავური მოიგო, ჰიტონმა სეივი გააკეთა და ვფიქრობ, ლინდელოფმა თამაშგარედან გაიტანა.“