შომბი შარპი - საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა გენდერული თანასწორობაა
შომბი შარპი - საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა გენდერული თანასწორობაა

საქართველო არის ძალიან სწრაფად განვითარებადი და ძალიან პროგრესული ქვეყანა. ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა შომბი შარპმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე –  „საქართველო – თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ კონფერენციაზე განაცხადა.

“თუმცა, საქართველოს აქვს გამოწვევები და ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს მიზნების მიღწევას, მათ შორის მდგრადი განვითარების კუთხით,  გენდერული თანასწორობაა. განსაკუთრებით, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში”, – განაცხადა შომბი შარპმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტში  ქალების მხოლოდ 15%-ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ევროპის საშუალო მაჩვენებლების ნახევარიც კი არ არის.

“ამიტომ, საქართველომ ნაბიჯები უნდა გადადგას ამ ვითარების გამოსასწორებლად. ჩვენი შეთავაზება არის გენდერული კვოტები იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ქმედითი გზა და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, რათა   გაიზარდოს ქალთა პრაქტიკული მონაწილეობა”, – განაცხადა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა.