შოკოლადის რეგულარულად ჭამა ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს - ახალი კვლევა
შოკოლადის რეგულარულად ჭამა ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს - ახალი კვლევა

სასიამოვნო სიახლე შოკოლადის მოყვარულთათვის: ახალი კვლევის თანახმად, შოკოლადი პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის შემეცნებით ქცევასთან მიმართებაში.

კვლევა ჟურნალ Appetite-შ გამოქვეყნდა; მონაცემები მკვლევარებმა Maine-Syracuse Longitudinal Study-დან აიღეს; მასში მონაწილეობას იღებდა 968 ადამიანი, რომელთა ასაკიც 23-98 წლებში მერყეობდა. მონაწილეებში იკვლევდნენ გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებსა და კოგნიტურ ფუნქციას.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შოკოლადის რეგულარულად ჭამა მნიშვნელოვან კავშირშია შემეცნებით ფუნქციასთან.

შოკოლადის ხშირმა მოხმარებამ „მნიშნელოვნად გააუმჯობესა ვიზუალ-სივრცული მეხსიერება და ორგანიზაცია, გონების მუშაობა, კონცენტრაცია, აბსტრაქტული აზროვნება და მინი-ფსიქიკური მდგომარეობა“.

გონების მუშაობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს კაკაოს ფლავონოლი — ფლავანოიდების ქვეჯგუფის წარმომადგენელი.

ფლავონოლი დიდი რაოდენობითაა შავ შოკოლადში, შედარებით ნაკლები რაოდენობით კი რძიან და თეთრ შოკოლადში. გარდა ამისა, ფლავონოლს დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, წითელი ღვინო და ზოგიერთი ხილი, მაგალითად ყურძენი და ვაშლი.

მკვლევართა განცხადებით, მათი კვლევა სრულ თანხმობაში მოდის ბოლო დროის კლინიკურ ცდებთან, რომელთა მიხედვითაც, „კაკაოს ფლავონოლების რეგულარულ მიღებას სასარგებლო ეფექტი აქვს გონების ფუნქციონირებაზე და იცავს მას ასაკთან დაკავშირებული დასუსტებისგან“.

წყარო: The Independent