მართლმადიდებელი ქრისტიანები შობის დღესასწაულს აღნიშნავენ ბეთლემში.
მაცხოვრის შობის ტაძარში საშობაო წირვა ტრადიციულად იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ აღავლინა.
„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვების გამო, მაცხოვრის შობის ადგილზე შედარებით ნაკლები მომლოცველი შეიკრიბა.
საშობაო წირვას დაესწრო პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ შტაიე.