შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე დაიღუპა

19:10, 31.03.2019

მესტიაში, მწვერვალ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად პოლონეთის მოქალაქე 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.

მსგავსი