შიურლე გულშემატკივრებს მადლობას უხდის
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრე შიურლემ, რომელმაც 17 ივლისს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, „ტვიტერის“ საშუალებით გულშემატკივრებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა თქვენი გზავნილებისთვის. ეს მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – დაწერა შიურლემ.
შეგახსენებთ, რომ 29 შიურლეს ბოლო კლუბი დორტმუნდის ბორუსია იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს ის იცავდა „ვოლფსბურგის“, „ჩელსის“, „ბაიერის“, „მაინცისა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ღირსებას.
Thank you so much for all your messages ❤️❤️ means a lot to me 🙌🏻🙌🏻
— André Schürrle (@Andre_Schuerrle) July 17, 2020