შიო ხეცურიანი: "კოტე ტუღუში იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ჩემი მეგობარია"
შიო ხეცურიანი: "კოტე ტუღუში იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ჩემი მეგობარია"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა დღეს რადიო პირველი არხის სპორტულ თოქ-შოუ “ესტაფეტაში” სტუმრობისას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდიდან მწვრთნელების – კოტე ტუღუშისა და ირაკლი ხოშტარის გაშვებას სადამსჯელო ოპერაცია უწოდა.

“ეს არ არის პროფესიული გადაწყვეტილება, ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება და პირადად კოტე ტუღუში იმიტომ არის განთავისუფლებული ნაკრებიდან, რომ არის ჩემი მეგობარი, ჩემი თანამოაზრე და იმ წინასაარჩევნო მარათონში რომელიც რამდენიმე თვეა ჩვენ დავიწყეთ და ჩემს თანამოააზრეებთან ერთად გავდივარ კოტე მიდგას გვერდში” – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა, რომელიც თვლის, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ჩაატარა.