შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა

შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი ეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძეთან ერთად გაეცნო.

კახი კალაძის განცხადებით, ადგილზე მცხოვრებ 80 ოჯახს წყალი წლების განმავლობაში ავზებიდან მიეწოდებოდა, რაც სერიოზული დისკომფორტი იყო.

„დაახლოებით 80 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც არასდროს მიეწოდებოდათ სასმელი წყალი. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. 20 დეკემბრისთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული მთელი სამუშაოები – ცენტრალური მაგისტრალი, დაქსელვა-დაერთებები. შეიძლება, ელემენტარული იყოს, რაზეც ვსაუბრობთ, თუმცა აქ მცხოვრებ ადამიანებს არ ჰქონდათ ელემენტარული შესაძლებლობა და წყლის მიწოდება წყლის ავზებით ხდებოდა, რაც მათთვის სერიოზული დისკომფორტი იყო. ამ პროექტის განხორციელებით, ზოგადად აქ არსებული მიწების ფასი გაიზრდება და საინტერესო იქნება ცხოვრებისთვის“, – განაცხადა კალძემ.

მთაწმინდის რაიონის გამგებლის დავით კირკიტაძის განცხადებით, პროექტის ღირებულება 570 ათასი ლარია და სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.