შინდისში დღეს 11 აგვისტოს დაღუპული გმირები გაიხსენეს
შინდისში დღეს 11 აგვისტოს დაღუპული გმირები გაიხსენეს

მიცვალებულთა მოხსენიების დღეს 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, როლანდ ძნელაძესთან ერთად, შინდისის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„პატივი მივაგეთ შინდისის გმირების ხსოვნას. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც დღევანდელი, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში დიდი ფურცელი დაწერეს და ყოველთვის იმსახურებენ ქართველი ხალხისგან პატივის მიგებას“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

შინდისის გმირთა მემორიალთან დღეს დაღუპულთა მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს.