შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა
შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ შინდისში.

„მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბოძს, შემდეგ კი სახლის ჭიშკარს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მოზარდი დაშავდა.

ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.