შინდისის წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა
შინდისის წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა

შინდისის წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ დასახლებაში მოსახლეობა სახლში წყალს ავზებით ეზიდებოდა. სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება შინდისელებს დედაქალაქის მერმა პირადად მიულოცა.

კახი კალაძემ წყლის სათავო ნაგებობაც დაათვალიერა და განხორციელებული სამუშაოები შეაფასა.

წყლის პრობლემის მოგვარება ქალაქის მთავრობამ, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოები მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საერთო ჯამში განხორციელებული პროექტით 140 ოჯახი ისარგებლებს. ამათგან 40 ოჯახი ქსელში უკვე ჩართულია, დანარჩენი ოჯახები კი თვის ბოლომდე მიერთდებიან წყლის გამანაწილებელ ქსელს.