შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ათი პირია დაკავებული

20:09, 14.04.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით ათი პირია დაკავებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

კერძოდ, უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამართეს აქცია.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნების“ ოფისთან ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებდნენ, ასევე ითხოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას.

მსგავსი