შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია დასრულდა

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია დასრულდა.

რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მოზარდის, ნიკა პავლიაშვილის მამის, რამაზ პავლიაშვილის განცხადებით, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვედრის შესახებ რამაზ პავლიაშვილის მოთხოვნა გადასცა და უახლოეს მომავალში შეხვდებიან. მისივე თქმით, შსს-ს წარმომადგენლებს ორშაბათამდე აძლევს ვადას.

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია ზვიად კუპრავას ორგანიზაციის, „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები გარდაცვლილი მოზარდების საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ.

დატოვე კომენტარი