შინაგან საქმეთა სამინისტროში 18:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტროში 18:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა.

სავარაუდოდ უწყებაში განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ძებნილი ზაზა ბაქრაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.

არსებული ინფორმაციით, ზაზა ბაქრაძე, რომელსაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება ბრალი, თბილისში დღეს უკრაინიდან უნდა ჩამოფრენილიყო.

ჯერ უცნობია, ჩამოფრინდა თუ არა ბაქრაძე თბილისში და მოხდა თუ არა მისი დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება 18:00 საათზე გაკეთდება.