შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

01:39, 08.08.2021

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა.

​აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა.

მსგავსი