შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

10:40, 20.08.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა.

შსს-ს ცნობით, ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.

აღნიშნული განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში ექსპერტ-კრიმინალისტების მობილურობის გაზრდას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება რთულად მისადგომ, სპეციფიკურ რელიეფზე დროული და შეუფერხებელი გამოცხადება. ასევე, თანამედროვე აღჭურვილობისა და მოპოვებული მტკიცებულებების სტანდარტების სრული დაცვით ტრანსპორტირება.

მსგავსი