შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პასპორტის წამკითხველები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პასპორტის წამკითხველები გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა – პასპორტის წამკითხველები გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, აკადემიაში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი- ივანე პაპიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ განხორციელებული პროექტის – „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) – ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ – ფარგლებში განხორციელდა.

„აღნიშნული აღჭურვილობის მეშვეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე-კონტროლიორები სამგზავრო დოკუმენტების საფუძვლიანი შემოწმებისა და ნამდვილობის დადგენის საკითხებზე გადამზადდებიან.

პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია, საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად“, – აცხადებენ შსს-ში.

დატოვე კომენტარი