შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

11:25, 14.08.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი