შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა

18:01, 08.04.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „ჰეროინი“ ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად არის ამოღებული ელექტროსასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი