შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.