შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წელს 71 ნარკორეალიზატორი დააკავა და 89 კგ „ჰეროინი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წელს 71 ნარკორეალიზატორი დააკავა და 89 კგ „ჰეროინი“ ამოიღო

2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია და გამოვავლინეთ ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და მხოლოდ ამ საქმის ფარგლებში ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“.  პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი,​ დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.