შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გელა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.