შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ულან ნიაზბეკოვთან შეხვედრა გამართა

13:30, 14.08.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ულან ნიაზბეკოვს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე სამომავლო გეგმებს.

ორი ქვეყნის უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვეს ორმხრივი კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

მსგავსი