შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რონი მესხმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი ივანე მჭედლიშვილი წარუდგინა.
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ივანე მჭედლიშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.