შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

10:34, 30.07.2026

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელთან, ანა რიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ცნობით, მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

„შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების საქმეში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალშიც წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი სოფიო იმერლიშვილი.

მსგავსი