შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერს, დეივ ჰედლესტონს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერთან, დეივ ჰედლესტონთან.
მხარეებმა შეხვედრაზე უწყების კომპეტენციაში შემავალ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მუშაობის სპეციფიკაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა მინისტრის მოადგილეს ნაყოფიერი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა დაადასტურა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი.
ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.