შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილედ მარიამ ტაბატაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის მოადგილედ მარიამ ტაბატაძე დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილედ ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნა მარიამ ტაბატაძე, რომელიც ეკონომიკურ და ლოგისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

უწყების ცნობით, მარიამ ტაბატაძე ბიზნესადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.