შიიტმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერი დაბომბეს
შიიტმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერი დაბომბეს

შიიტმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან საუდის არაბეთის ნავთობის ტანკერი დაბომბეს.

Al Arabiya-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გემი მსუბუქად დაზიანდა და სვლა განაგრძო. თავად ჰუსიტები აცხადებენ, რომ ჰოფეიდას პროვინციის საჰაერო დაბომბვის გამო, ცეცხლი საუდის არაბეთის სამხედრო ხომალდს გაუხსნეს.

ჰუსიტი მებრძოლები საუდის არაბეთს იემენიდან ხშირად ბომბავენ. თავდასხმები იემენის სამოქალაქო ომს უკავშირდება. იემენელი ჰუსიტები პრეზიდენტ მანსურ ჰადის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ჰუსიტებს კი საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია ბომბავს.