შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ეზოში ღონისძიება გაიმართა
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ეზოში ღონისძიება გაიმართა

დღეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ სან ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა, მოგვიანებით კი საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას აღინიშნება.

საქართველო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს 1996 წლიდან აღნიშნავს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის მსოფლიო დღე შეზღუდულად აღინიშნება.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ეზოში შეკრებილებმა დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, ჰაერში სიმბოლურად წითელი ბუშტები გაუშვეს.