შიდსის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ორგანიზაციაში უფასო გამოკვლევები ტარდება

15:23, 01.12.2017

შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზიანის შემცირების საერთაშორისო ქსელი სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში და ორგანიზაციებში დასაქმებულებსა და მოქალაქეებს უფასო გამოკვლევებს უტარებს.

ერთ-ერთი მოძრავი ამბულატორია დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც იმყოფება.

ზიანის ქსელის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს უფასო გამოკვლევებს აივ-შიდსსა და C ჰეპატიტზე უტარებენ. აქციის მიზანი დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა.

მსგავსი