შიდა ქართლში საარჩევნო პროცესს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ელჩები აკვირდებიან
შიდა ქართლში საარჩევნო პროცესს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ელჩები აკვირდებიან

დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესს შიდა ქართლში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ელჩები აკვირდებიან.

საქართველოში აკრედიტებული ელჩები დილიდან რამდენიმე საარჩევნო უბანზე მივიდნენ და ადგილზე მიიღეს ინფორმაცია როგორც საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ასევე დამკვირვებლებისგან.

მათ იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება.

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით, ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღეს. დიდი ინტერესით ვაკვირდებით მე და ჩემი კოლეგები არჩევნებს. ვიცი, რომ სხვადასხვა მისიით ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელია საქართველოში და მივესალმებით ამ ფაქტს. დარწმუნებული ვართ, დღეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის.

ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა დღეს არჩევნებზე”, – განაცხადა გორის მე-10 საარჩევნო უბანზე საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზი სმითმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.