შიდა ქართლში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

16:37, 21.08.2019

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა. მათგან 17 დაჯარიმდა – 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ 2 000 ლარით. მათ დაევალათ, ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

მსგავსი